ალბუთაშვილი ცოტნე
გაზიარება

ნიღბები "მუზაზე" ექსკლიუზივი

თბილისს ვეძებ... თბილისში!
(ესეც თუა ცხოვრება?!)
თვლემენ შავ-თეთრ ტონებში
ვერის ვერნისაჟები...
მზერა თითქოს მათია,
მაგრამ მეუცხოება
მშიერი კონტურები
და მაძღარი შარჟები.
ვეძებ ვერას...
რადგანაც აქ ქუჩაა ბელინსკის!
თუ ვარ ჭიქის წამქცევი,
რა თქმა უნდა, ვერაზე!
ღმერთო, რამ გამახსენა
კლინტონი და ლევინსკი,
ვინ გაკიდა ეს ხალხი
`მუზის” ხელის მტევანზე.
ვარ ხელმწიფე გვირგვინით,
თუ უსკიპტრო ვალეტი,
თუ მეკობრე დრეიკი –
დაშნით და არბალეტით...
ჩემი გული რიფია,სული – სრული დრეიფი,
ჩემი ტვინი – მუდმივი
დემონების ბალეტი.
ვარ ამ დროის ორძელი,
მაგრამ მეფე! – მონოსი.
მართობს ფეხქვეშ გართხმული
ღდინგაცლილი მაცილი...
მაგონდება ორი ძმა –
მტლე მერილინ მონროსი
და `მუზისთვის” ნაჩუქარ
ჩემს ძველ ნიღბებს დავცინი.

??????