Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

კვანტალიანი შარლოტა
გაზიარება

ჩემი შვილი უნდა დაიბადოს ექსკლიუზივი

ახლა ეს ოცნება ამიყვავდა,
მთელი სამყარო ვარდებით დაიბარდოს,
გაწმინდეთ დედამიწა ეკლებისგან:
ჩემი შვილი უნდა დაიბადოს!
ციდან მხოლოდ სითბო მოდიოდეს,
მიწა მზის სხივთა ფარდებით დაიფაროს,
დამალეთ დედამიწა ყინვისაგან –
ჩემი შვილი უნდა დაიბადოს!
ომი სიზმრიდანაც ამოვშალოთ,
ბომბების ნაცვლად ღიმილი დაიბანდოს,
იხსენით დედამიწა შიშისაგან –
ჩემი შვილი უნდა დაიბადოს!
არცა ოკეანე, არცა ზეცა
ავი ხელებით არასდროს დაიბლანდოს,
სიკეთის მალამო წაუსვით ჭრილობებზე –
ჩემი შვილი უნდა დაიბადოს!
ნეტა ეს სიმღერა მტრედად მექცეს,
როგორც იმედი ამქვეყნად დაიფანტოს,
მორთეთ დედამიწა საზეიმოდ –
ჩემი შვილი უნდა დაიბადოს!

??????