Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

არაბული ბაღათერ
გაზიარება

ნუ გამოიყვანთ ბავშვებს ზღაპრიდან ექსკლიუზივი

გამომაძევეს მე ბავშვობიდან,
გადამიკეტეს კარი ურდულით,
დღეს შურით ვუმზერ სათამაშოებს,
როგორც დასჯილი და გაქურდული...
იქ დამრჩა ხმალი, ზღაპრის ქვეყნების
დევთან ბრძოლისთვის რომ მისახსოვრეს,
ახლა კი იმ დევს, ძალით თუ ნებით,
შევგუებულვარ, როგორც ახლობელს...
მისთვის ვარსებობ და მისთვის ვცხოვრობ,
მწარე ჭაპანსაც მისთვის ვეწევი;
მე ჩემი თავის ჩრდილი ვარ მხოლოდ,
ჩემი თავის და ბედის შეწევნით...
სასახლე ჩემი ქცეულა ყორედ,
ჩაჟანგულია ჩემი გუთანიც
და ცხრათავიან დევის შემყურეს
აღარაფერი მაქვს საკუთარი...
თითქოს ჩამქრალა მომავლის შუქიც,
(ვაი, სოფელო, ბინდით მოცულო!)
დევის ნებაზე ვცეკვავ და ვბუქნავ
და ღმერთთან დევის ენით ვლოცულობ...
წაშლილა ათას ფერით ნაფერი
ის დრო – დიდების მზით რომ ბრწყინავდა,
შთამომავალთან და წინაპართან
ერთხელ ხომ უნდა წარვსდგე პირნათლად...
გადარჩენის და დახსნის სიმბოლოდ,
ოცნების სხივით სავსე ნაპირთან,
ზღაპრის დევებთან მაინც იბრძოლონ,
ნუ გამოიყვანთ ბავშვებს ზღაპრიდან!..

??????