Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

დანელია რევაზ
გაზიარება

იმერეთი ექსკლიუზივი

მწვანით, თავკვერით, ბუდეშურით იცხონეს სული, _
შემოაგებეს ყელმოხატულ აისს ირინეც!..
იმერეთია შენი დარდი, შენი წარსული?
მიდი, მიბრძანდი, ცაში ისევ აისეირნე!
აგერ პლატონი, სოლომონი, აქვე _ ბეკინა,
ვინაც დაჰკიდა ბზის ცხელ ხეზე მთვარე საწყალი!
ნეტა, ღრუბელი, თოვლივით კვლავ დამაბეკინა,
თეთრი ღრუბელი, აწ ფრიალებს ბროლის სა წყალი!
ცით _ სიზმარია, სიხარულიც, ამ სიზმარს გარდა!..
ხარებს კი არა, თუ ესტუმრე, ქარებს დაჰკლავენ!
მე იმერეთი სიყვარულზე უფრო მიყვარდა!
იმერეთია კვალად ჩემი სულის ვარსკვლავი!
მწვანით, თავკვერით, ბუდეშურით იცხონეს სული, _
შემოაგებეს ყელმოხატულ აისს ირინეც!..
მზე _ სიხარული, შეხე, როგორ მაღლა ასულა!
მიდი, მიბრძანდი, მზის ცაში შენც აისეირნე!

??????