დანელია რევაზ
გაზიარება

სასწაული ექსკლიუზივი

ცა ინაბება, უნაბები ცისფრად ღუიან.
აქ, უფლის ცაშიც, შენ გულს ბევრჯერ უღუღუნია.
რქებს ზე მიჰყვება, საკუთარ რქებს ჩუმად ღვინია?
მზის ეს სოფელი (ცაში ლხინი!) სულაც ღვინოა!
შენც მიდი, შესვი ეს ცა, მზე კი _ გულზე ისხურე.
შენი სულია ის მეგუთნეც და ის, ის ხუროც!..
ირმისფერია, ირემია სულაც ეს ყანა!
კაცმა ბავშვივით დედამიწა ხელთ აიყვანა,
აიყვანა და მიეფერა, მიეხმატკბილა,
რა სასწაულად, რა ლამაზად, ჰოი, რა თბილად!
ცა ინაბება. . . აწ მზისფერი ეს უნაბები
ცაში არიან, აგერ აქვე, სად არ არიან!
თაფლა მინდორიც ჩუმად ცისკენ მიინაბება?
ეს შენი სული _ საქართველო _ მთლად სიზმარია!

??????