Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

დუმბაძე ლევან
გაზიარება

იჩქერია ექსკლიუზივი

`ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა,
ხალხი მოქმედობს კასპიის ზღვიდან]
შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა ჰფიქრობს,
და ეგ ფიქრია მთელ კავკასის თავისუფლება!...~
ილია ჭავჭავაძე
ლამაზი ხარ, შემართულხარ _ იჩქერია,
შემართულხარ ვეფხვის ბწკარით.
უნდა ახდეს ჩვენი სულის მისტერია,
ცრემლადაც რომ წამოვიდეს თერგის წყალი.
უცხო თვალებს ეგ თვალები დააჯახე,
შენი გული მის ცივ გულზე უხნესია,
დაანახე უსახურად აჭრილ თვალებს
შენს მიწაზე ვის უხნავს და უთესია.
კავკასია! კავკასია! კავკასია!..
ხუნდებგაყრილ ამ სიცოცხლეს რა ფასი აქვს,
მაღალი ხარ, სპეტაკი ხარ, ზვიადი ხარ...
კავკასია! კავკასია! კავკასია!..
რა ბოროტი მძვინვარებით გიცქერიან...
ვაი ნანა _ მე ქართულად მეტირება,
ჩემო სისხლო ოდინდელო _ იჩქერია,
არ დაეცე! _ დედას გული ეტკინება.

??????