ხარაიშვილი გულნაზ
გაზიარება

ო, ეს ფიქრები ექსკლიუზივი

ო, ეს ფიქრები ისევ აშლილა,
ღამეა... მეძახის ვარსკვლავთა ფერები.
შენი ნაკვალევი გულში არ წაშლილა,
მიყვარს და ჩუმ-ჩუმად ფრთხილად ვეფერები.
თურმე, ო, ძვირფასო, რა ფასი გქონია,
მიყვარხარ... მახსოვხარ... გულშია გრიგალი.
ჩემი ერთგულება სპეტაკი თოვლია,
ნუ გიკვირს თუ ხშირად მიხილო მტირალი.
მივყვები ცხოვრებას, რადგან ჯერ წინაა
და ყველგან დამყვება მე შენი თვალები,
ამდენი ლოდინი ხომ თავგანწირვაა...
ნუღარ ამატირებ... გემუდარები.

??????