უნივერსალი ექსკლიუზივი
მე გავუსტუმრე პარიზს დღეს ვალი
თუმც სულ არ იყო საქმე ადვილი
ვნახე ლუვრი და ვნახე ვერსალი
ფრანგ მეფეების წმინდა ადგილი
სიტყვით ვერაფრით გადმომიცია
ხმა არ ამომდის ბგერა მიწყდება
აქ იმისთანა დიდი სივრცეა
თვალი ვერაფრით რომ ვერ მიწვდება
სადაც არ წახვალ ყველგან კარგია
ტბაში რომ უცქერ ყვინთვას კვატების
ეს მეთოთხმეტე ლუის პარკია
ხელში მომხვდარი დემოკრატების
და უხერხული შიგნით სამყოფად
დგას წარსულ დღეთა უკვდავსაყოფად.
აი პარიზიც მორჩა გათავდა
ფალიაშვილი, ვაკე, ბაგები,
მშენებლობები ირგვლივ სახლთან და
მონატრებული ამხანაგები
აი სახლი და აი ადგილი
აი ხეები ჩვენი დარგული
სადაც ოცნება არის ადვილი
და რეალობა გადაკარგულისადაც სულების სასაკლაოა
კიპარისებით დამშვენებული
სადაც პირდაპირ სასაფლაოა
და ეკლესია აშენებული
ჩვენი ცრემლებით ამონამული
აი ეს არის ჩემთვის მამული.