ოდიშარია გურამ
გაზიარება

*** "არა ეს თვალები არ არის" ექსკლიუზივი

არა, ეს თვალები არ არის _
ჭრილობებია,
ზღვის მარილით განბანილი.
არა, ეს მზერა კი არ არის _
ვედრებაა,
უენო და დაჩოქილი.
არა, ეს დუმილი კი არ არის _
ქვითინია
სიჩუმესთან, როგორც დედასთან.
არა, ეს სიტყვა კი არ არის _
ბაგეა შენი
დაღლილი ჩიტი.

??????