ოდიშარია გურამ
გაზიარება

*** "იელვე კაცში" ექსკლიუზივი

იელვე კაცში, სინანულო, და
გაახევე გზაზე,
მერე წარსულში გადახიზნე,
ქარქუხილს მიეც ფოთლად.
შემისმინე მე, მდინარეო, და
განუდექი მას, მწყურვალს,
წვიმებით აღარ წაშალო, ცაო,
მისი ღვართქაფი გვალვის.შენია იგი, სიყვარულო, და
აღარ გაიკარო ახლოს,
შენი სიმღერები აგალობე,
მარად აძებნინე თავი.
ცოდვაა იგი, იასამანო, და
მოანატრე ზეცა,
სევდის თვალები მოალანდე _
შენი სიმშვიდით სავსე.
ისევ მიხედე მარტოსულს, დედაო, და _
მიუმატე ის ზღვის ჟამს,
ცრემლთა ბებერი მოსავალი
ისევ დაადინე ღაწვზე.
ასე თუ იხსნით მას, ჩვენებურებო, და
ასე გამოგლიჯავთ კივილს,
რომელიც მიწის ტოლია, იავ, და
დარი მომაკვდავ ბალღის.

??????