კახაძე ლადო
გაზიარება

გალაკტიონი ექსკლიუზივი

რიონის პირას ცაცხვები,
ცაცხვების გვერდით ოდა,
ზვარაკად გაჩენილი კაცები,
გადარეული დრო და...
სიტყვას ზეცისკენ მიყვები,
ლექსებს ანთხევ და ბოდავ,
კუნძულზე ცარიელი სახლები,
აფეთქებული რტო და...
ხინკალი, ლუდის კათხები,
ხშირად არაყსაც სცოდავ,
წიგნებზე ახორხილი დახლები,
თავბრუ, რეტი და ხო და...მერე აზრების ბახლები,
ფიქრი ფიფქებად თოვდა,
წლებმა განსაჯეს მართლები,
ქარი ქროდა და ქროდა...

??????