კახაძე ლადო
გაზიარება

*** "გზა არსაითკენ, გზა არსაიდან" ექსკლიუზივი

გზა არსაითკენ, გზა არსაიდან,
ცაში ვარსკვლავი თავის ბედს ეძებს,
კოცნა ცხოვრებას იწყებს თავიდან,
გაუმართიათ დუელი ვერძებს.
დააქვს სიყვარულს ამბორი უბით,
ქარი გაფანტულ ნაღველს აგროვებს,
უარი ცხელ გულს გააპობს შუბით,
იშტა კამათელს ცივად აგორებს.
ვინ შეამშრალებს გალუმპულ თვალებს,
ვინ გაიმეტებს ამბორს უბიდან,
ვინ გადაიხდის ქალების ვალებს
და ვინ ჩამოწმენდს ცივ სისხლს შუბიდან.
გზა არსაიდან არსაით მიდის,
ნაღვლიან თვალებს ცრემლები სცვივათ...
ცაზე ღრუბელი დაცურავს დიდი,
გაიელვებს და... წამოვა წვიმა...

??????