მაჩაიძე ვლადიმერ(ვოვა)
გაზიარება

უფალო! ექსკლიუზივი

მიათრევს ღამე სიზმრების გროვას,
მიათრევს, როგორც საკუთარ ჯვარცმას,
უფალო! ნუთუ სიმშვიდის დროა,
უფალო! როგორ გაბედა კაცმა.
უფალო! თურმე არავის თენთავს
სიფითრე მთვარის თბილი ქარისი,
და როგორ უნდა მოვიდნენ შენთან,
როცა არავინ არ არის ღირსი.
და როცა სულთა ციურ ნამქერში
ტრიალებს ცეცხლი, ილევა კვალი _
სიცოცხლის სხვაგვარ ფორმათა ფერში
სიკვდილი დადის მთვარემავალით.
როდემდე, როგორც სიზმრების გროვა,
ათრიოს ღამემ, მძიმეა ჯვარცმა.
უფალო! ნუთუ სიმშვიდის დროა,
თუ თავი უნდა მოიკლას კაცმა!?

??????