თამთას ექსკლიუზივი
შენ პატარა ქალი ხარ,
თურმე დაქალიშვილდი,
ახლა ვეღარ დაგიშლი,
ადრე რასაც გიშლიდი.
მთვარესავით ივსები,
მოგდევს შუქი ჟამისა,
ხარ მრავალი თვისებით
ალი-კვალი მამისა...
დარდი თვალებს მისველებს,
თითქოს სიზმრებს მპარავენ,
მენატრება ისევე
შენი სიპატარავე.
თამთა, გოგო, თამარო,
ჟამი მინდა გავწელო,
ცრემლო ჩემი სამარის,
ნაღდო, გულის დამწველო,
შენ პატარა ქალი ხარ,
თითქმის დაქალიშვილდი,
ვწუხვარ, რომ ვერ დაგიშლი
ადრე რასაც გიშლიდი...