ნაცვლიშვლი პაატა
გაზიარება

შეხვედრის გახსენება ექსკლიუზივი

გადმომაფურთხა მეტროს ვაგონმა, ნაცვლად ახალი მგზავრები ჩასხა:
მოსწავლეები, პროფესორები, სამხედროები, მუშები და სხვ.
მე რა ვიცოდი, რომ ის იქ იყო, ესკალატორზე როდესაც შევდექ.
შენ აქ რა გინდა? როგორ გიკითხო? სად დაიკარგე? და ა.შ.
იყო უაზრო სიტყვების გროვა, როგორც მოითხოვს წესი და რიგი:
ტელევიზორი, თუნდაც, ბრეჟნევი, ჯინსი, იმიტომ და ე.ი.
ნეტა ვიცოდე ახლა სად არი, ვინ ელოდება, ან ვისთან არი...
იმ დღეს იქ იყვნენ დათო და გია, იქ იყვნენ მიშა და მისთ.
მე მეშინია სასიყვარულო სამკუთხედების და არა წრისა,
ნეტა ვიცოდე მისი ფიქრები გასული წლისა და ა. წ.
დავემშვიდობეთ და კიდევ დიდხანს ვგრძნობდი სახეზე ალმურს მოდებულს,
რა ვქნა, ვერაფრით ვერ მოვერიე ამ გოგოს კომპლექსს ე.წ.
მე რა ვიცოდი, რომ ის იქ იყო, ესკალატორზე როდესაც შევდექ,
რომ გარეთ _ ხალხით სავსე ქუჩაში _ თოვდა, ციოდა და ა.შ.

??????