ბედიანიძე დალილა
გაზიარება

*** "ჰოი, რამდენ ქალს ენატრება" ექსკლიუზივი

ჰოი, რამდენ ქალს ენატრება, თქვას სიტყვა `შვილო!~
ჰოი, რამდენ ქალს ენატრება, რომ უთხრან `დედა~!
შვილი არა ჰყავს, მაგრამ მაინც დედობას ცდილობს...
ვინ უწყს უშვილოდ დარჩენილი ქალების სევდა!
ჰოი, რამდენ ქალს ენატრება, რომ შვილი ჰყავდეს!
რა მოლოდინი, რა ტკივილი მათ ერგოთ ბედად.
ღმერთო, შვილი რომ არ გყოლოდა, შეძლებდი ამდენს?
ღმერთო, უშველე ამ უშვილო ქალების სევდას!
ქვეყნად რამდენი სიხარული არსებობს, ღმერთო,
მაგრამ დედობას რა შეედრება!
მიეცი შვილი უშვილო ქალს, ო, ღმერთო, შეგთხოვ
და დაულოცე ქალად ყოფნის ბედნიერება!

??????