*** "კვლავ ახმაურდნენ დღეები ზამთრის" ექსკლიუზივი
კვლავ ახმაურდნენ დღეები ზამთრის
ჩემი წარსულის გადაფარებით.
და მარტოობას სიმძიმეს ართმევს
ლექსი და ღვინო ძველი თასებით.
მოგონებათა წამი ელვარებს,
ჩაუმქრალ ალებს გული ადნება.
გაუტაციათ მოწყენილ ქარებს
უნაზეს ფიფქთა გირლიანდები.
და მაინც შორი დარჩეს არ მჯერა
განაწყენებულ ბაგის სიმთვრალე,
თქვენ მართალი ხართ, მაგრამ ამჯერად
ნუ შემახსენებთ ამგვარ სიმართლეს.