არაბული შაბურა
გაზიარება

*** "აქ ძაღლი მოკლეს" ექსკლიუზივი

აქ ძაღლი მოკლეს და ძაღლის სისხლმა
ახალი თოვლი წითლად შეღება.
ცა ვარსკვლავს ისხამს და დილასისხამს
დაფრენს ჭილყვავი წითელფეხება.
ეძინა დაბას, ნაჯაფარს, დაღლილს,
ქარი ქუჩაში დავლურს უვლიდა,
ლეკვებისაკენ გარბოდა ძაღლი,
როცა იფეთქა ცეცხლმა ლულიდან.
ო, კაცთა მოდგმავ, ადამის ხნის ხარ,
როგორ ვთქვა, თითქოს მე არ მეხება...
აქ ძაღლი მოკლეს და ძაღლის სისხლმა
ახალი თოვლი წითლად შეღება.

??????