არაბული შაბურა
გაზიარება

*** "ფუსფუსებს დიასახლისი" ექსკლიუზივი

ფუსფუსებს დიასახლისი,
სახლის დირეზე ძაღლი ზის
და იჟანგება სოფელში
ჩემი ცელი და სახნისი...
და მეჟანგება ჯუთაში
ჯაჭვი და ფარ-მუზარადი,
მე კი ლუდსა ვსვამ უთასოდ,
ვლოთობ ზარიდან ზარამდი!
მაქვს სიგარეტიც, ხინკალიც
და ლუდიც, უიაფესი...
ტყუილად არც მე ვირჯები _
ლექსი დავწერე კაფეში...

??????