არაბული შაბურა
გაზიარება

სილოვანს ექსკლიუზივი

ვზივარ, მთელი დღე ვეწევი,
ვდარდობ, ვფიქრობ და ვოცნებობ...
ჩვენ ზეცას შეველეწებით,
მგოსნებო, ჩემო ფრთოსნებო.
არაყსაც დავლევთ არმაზში,
რომ არ გვახსენონ აგდებით,
მოვკლავთ, მარჯვენას არ მავჭრით,
სამშობლოს მტერს შევაკვდებით...
და მთებზე დაიმსხვრევიან
ნამგალა მთვარის ნაკვთები.

??????