ტარიგი ექსკლიუზივი
ტაძრისკენ
საბლით
შესაწირი
მიჰყავთ ბატკანი,
მისდევს ბაკუნით,
რაღად უნდა ნეტავ საბელი?!
წყნარი,
ფუმფულა,
უდრტვინველად ყოვლის ამტანი,
სად გამქცევია უსაბლოდაც
ანდა გამფრენი?!
უფალო!
_ ვხედავ,
მე ამ ბატკნის
ბედი მრგებია...
მეც, ბედისწერის საბელმობმულს
მისებრ მექცევი...
ეს ოცნებები
იქნებ მართლაც ჩემი ფრთებია,
მაგრამ შენ მაინც,
რომც გავფრინდე,
სად გაგექცევი?!