შემოქმედელი დავით
გაზიარება

*** "უნდა წავიდე" 

უნდა წავიდე, ჟამი არ იცდის,
აქ მო, ჩემ გვერდით ერთგულო სანჩო,
უნდა დავტოვო ეს ღორთა კოლტი,
მძულხარ ნეხვივით, ცხოვრებავ ჩარჩო.
რა ხდება, სანჩო, წუთისოფელი
მხოლოდ ცოდვილთა არის სადგური,
მე აქ რა მინდა? კვეხნით არ ვამბობ,
რას მარგებს ამათ ლოკვა სალბუნი.
ეს ქვემძრომელა შავი ვირთხები
ტახტისკენ ხოხვით ვით მიძვრებიან,
შიმშილით გვხოცენ ეს მკვდარძაღლები,
მერე _ გარჩენთო იყვედრებიან.
რა ხდება ხედავ? ნაგვის ბუნკერში
სარჩოს დაეძებს ვიღაც მშიერი,
ყველა ტირანი, იცოდე, სანჩო,
ღატაკ-მონებით არის ძლიერი.
არ გინდა სანჩო, ამათი ოქრო,
არც სრა-სასახლე არ გინდა მათი,
სხვა ზეცის კიდე ეძიე, სანჩო,
ან სულ უბრალოდ მთვარეზე წადი.
ცხენი მომგვარე მე როსინანტი,
ჩემს დულსინეას ამაღამ ვხდები,
დაშნაც გავფეროთ უფრო ლამაზად,
ხომ იცი გზაზე ბევრია მტრები.
მივდივარ, სანჩო, გული არ ითმენს,
ღრუბლის თეთრ ქულებს უბზინავთ ქედი,
მე ჩემი რაშით ზეცაში წავალ,
თქვენ დაიტოვეთ ეს ჯოჯოხეთი...

??????