მთვარელიძე მურად
გაზიარება

*** "მე სიყვარულის ცისფერ ალმურში" ექსკლიუზივი

მე სიყვარულის ცისფერ ალმურში
ვარ გათანგული როგორც პითია,
პირობითია ეს სიყვარული
და ეს ცხოვრებაც პირობითია.
დარეკავს მორცხვად არყოფნის წუთი,
გაჭენდებიან ტრფობის რაშები,
შენ მოგონების ბურანს დაუცდი,
დაუცდი, მაგრამ ტყვილად დაშვრები.
იქნება სევდა და სიმარტოვე
და გარინდების ლურჯი ზღაპარი,
და საყვედური: რატომ დამტოვე,
რატომ ჩამიქრე სულის ლამპარი.
დღეს კი ოცნების ცისფერ ტაძარში
ვარ გათანგული როგორც პითია,
დროებითია სულის ღაღადი
და სიყვარულიც დროებითია.

??????