მთვარელიძე მურად
გაზიარება

დაბადების დღე ექსკლიუზივი

თითქოს აღარც დრო არ მყოფნის,
თითქოს აღარც ჰაერი,
არის სევდა უფრო ჩუმი,
უფრო რაღაცნაირი...
აღარ ჩანან სიახლოვეს
ვისი, აღარც ნაირი,
არის გული უფრო მშვიდი,
უფრო რაღაცნაირი...
აღარც ქარი აღარ მიხმობს,
ქნარით, აღარც დაირით,
არის გრძნობა უფრო უტყვი,
უფრო რაღაცნაირი.
და ეს ფიქრი ახლაც ისევ
იწყებს ღაღანს შაირით,
თითქოს ისევ ზაფხულია,
მაგრამ რაღაცნაირი...

??????