მთვარელიძე მურად
გაზიარება

*** "ფიქრის ტოტებს გაჰყვება" ექსკლიუზივი

ფიქრის ტოტებს გაჰყვება
ჩემი სულის ბეღურა
და სადღაც, კენწეროზე
შეასკდება დარდებს,
დღემდე, ჩემო ლამაზო,
სევდის ნისლი მებურა,
დღეს კი ვეღარ გაუვალ
ამ დარდების ბარდებს...
დღეს კი მზე თუ გამოჩნდა,
იქნებ ვერც დავინახო,
იქნებ გულმა უმტყუნოს
გაზაფხულის ნიავს,
ახლა ლურჯი დილაა,
ცას ხელი არ შეახო,
თორემ პაწაწა გული
გაუსკდება იას.

??????