Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

გაბური ალექსანდრე
გაზიარება

*** "შენ რომ აუშვი, ის წვეთი მზიდავს" ექსკლიუზივი

შენ რომ აუშვი, ის წვეთი მზიდავს
და ადიდებულ თვალებს მოამღვრევს...
ვინ მოვა ახლა, ვინ ამხსნის ჯვრიდან
და სიმარტოვეს ვინ შემოაღებს?!
ვინ შემოყვება აღმართებს `მიყვარს” _
გზას საცალფეხოს, გულამდე _ კითხვის
და ხანჯლად ყელში გამჩრია სიტყვა,
სიტყვა, რომელსაც ვერასდროს ვიტყვი.
ხსნასა და ნუგეშს ველი შორიდან
და დათვლილ წუთებს ლოდინად ვხარჯავ.
გულს ვინც მატკენდა, ყველა მოვიდა,
ვინც მიშველიდა, ყველა იქ დარჩა...
და არმოუსვლელ სიხარულს ვუცდი,
ართქმული სიტყვის ზეიმს და გლოვას
და შემოაღებს ჩემს კარებს წუთი,
წუთი, რომელიც არასდროს მოვა...

??????