კობახიძე გიორგი
გაზიარება

თეთრი ღამე ექსკლიუზივი

თოვლი მოდის... მწუხარება დრამის _
შარშანდელი ვიღას ახსოვს თოვლი...
ყინვის თვალი მიტოვებულ ღამის _
ფანჯრის მინა _ დაბურული ბროლი.
ბნელ ოთახში სევდა შემოივლის
და მოჰყვება მივიწყებულ ამბავს.
ისე შვენის თოვლის კაბა თბილისს,
ვით პატარძალს თოვლისფერი კაბა.
ცა ფარდაა თეთრი აბრეშუმის,
მოლოდინის უსასრულო წამი...
მომაკითხავს მარტოობა ჩუმი
და ინტიმი _ შენ და თეთრი ღამე.
გადაშლილა ყველა ძველი კვალი
და ახალი ნაკვალევიც არ ჩანს.
გათენდება ღამე _ პასტორალი,
გაბრწყინდება ასფრად თეთრი ფარჩა,
გაიელვებს ცაზე ოქროს ეტლი...
და შეიპყრობს მონატრება ღამის...
თოვლი მოდის... მარტოობა თეთრი...
თოვლი მოდის... მოლოდინის წამი...

??????