კობახიძე გიორგი
გაზიარება

ის, სიყვარულში უარყოფილი ექსკლიუზივი

ლედი კ.ლ-ს
იყო საღამო და ჰქროდა ქარი...
თვალს მიეფარა შორს, მტვერში, ეტლი,
დგას მარტოობა _ ამაყი ქალი,
და არსაიდან რაღაცას ელის.
ერთვის საროს ჩრდილს და... იფერფლება
ის, სიყვარულში უარყოფილი,
...და ჰოი! ქვეყნად მშვენიერება
მწუხარებისგან არის შობილი...
უგრძესი წამი ძევს უცნაური,
ჰქონდა საღამოს სხვა ფერი გუშინ,
და... სამშვინველი შეგუბდა გულში,
ვით ნიჟარაში ზღვების ხმაური...
სასოწარკვეთა ეხლება ქუჩას,
ხარბად დაწაფულს გადახსნილ მაჯას,
ბარბაცებს მთვრალი, სისხლიან ტუჩით,
ქუჩა და ტკივილს გულუხვად ხარჯავს.
...და შემოდგომის ბაღში გრიგალი
ყვითელ ფოთლებით სარეცელს გაშლის,
და წყდება ბედის ესე ტრიალი,
როგორც პოეტი, ის კვდება ქარში.

??????