Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

თურმანაული ომარ
გაზიარება

გვირილა ექსკლიუზივი

გვირილავ, სითბოს ამოჰყოლიხარ
და იღიმები მუდამ იმგვარად,
რომ ჩემთვის ვფიქრობ:
`ღმერთს ამ როლიდან
ნეტავ რომელი ჩვენგანი ვგავართ~.
მგონია, მუდამ ბედნიერი ხარ,
თეთრ ღიმილს ისე უხვად არიგებ.
არ ვიცი, ალბათ, ანდა იქნება
იცი ის, რასაც მე ვერ გავიგებ.
ისეც და ასეც შენზე ცოდო ვარ
და ღმერთს თუ ხედავ, ჩემზეც ანიშნე:
`ეყოფა მაგას კაცად ჯახირი,
მინდვრის ყვავილად სადმე დანიშნე~,
ეგება თვალი მეც ავახილო _
სიკვდილ-სიცოცხლის რამე გავიგო,
სანამდე მომძოვს სოფლის ნახირი,
მომძოვს ან სულაც ჩლიქქვეშ გამიგებს.
მაგრამ იქნებ შენ ჩემზე შორიდან
უყურებ ღმერთს და არა იცი-რა;
მაშინ გავუყოთ მოდი ორივემ
ერთურთს რაც ჩვენში თრთის და ციმციმებს.
ცოტას იტირებ შენაც, ჩემსავით,
ცოტას, შენსავით, მეც გავიცინებ,
მერე ორივე ერთად დავწვებით,
ჩაგეხუტები და დავიძინებთ.

??????