Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

თურმანაული ომარ
გაზიარება

*** "კითხვამ-ყოფნა თუ არფოფნა" ექსკლიუზივი

კითხვამ _ ყოფნა თუ არყოფნა _
ჩემამდეც ბევრი იარა;
კითხვამ _ ყოფნა თუ არყოფნა _
კვლავ ბევრი უნდა იაროს;
ბევრნაირ სისხლის ამრევი
მეც გულს ჩამეჭრა იარად,
მეც მათქმევინა: `ასეთი
რა ხარ, შე ოხერ-ტიალო!~
ჯერ კი ვთქვი: `თავი მოვიკლა...~,
მერე კი ისევ ვთქვი `არა!~
თოხი ავიღე, სიმინდებს
ძირები მოვუფხვიერე,
წვიმა ვინატრე, გულიდან
ღრუბელმა გადამიარა.
და წასვლა-მოსვლის მიზანი
და ყანასავით ვიცანი _
ამოვა, მოსვლა ის არის,
იზრდება, ყოფნა ის არის,
ტაროს ან თავთავს მოიბამს,
იმისი საქმეც ის არის,
ამაო ფიქრი ღვარძლია,
ხვიარაა და ის არის;
და რადგან ყოფნით არყოფნა
რაა, ვერ გამოვიცანი,
მოვკვდები, მერე ვიფიქრებ
არყოფნაზე და ის არის.

??????