შეწირული მზია
გაზიარება

ხიდი ექსკლიუზივი

სოფლის ბოლოში ღელეზე
ერთი პატარა ხიდია,
ამ ხიდით ჩვენთან მოდიან,
ამ ხიდით ჩვენგან მიდიან.
ამ ხიდზე ჩემი ბებია
დადის სამოცი წელია,
ბებია ამბობს, ეს ხიდი
თამარის დროინდელია.
ვინ იცის კიდევ ამ ხიდზე
რამდენი კაცი გავაო,
ზოგი პირველად შემოვა,
ზოგი წავა და წავაო....
ხიდი კი ისევ დარჩება
რადგანაც იგი ხიდია....
ასეა სოფლის ამბავი _
სულ მოდიან და მიდიან.

??????