შეწირული მზია
გაზიარება

*** "წუხელის ისევ წარმომესახე" ექსკლიუზივი

წუხელის ისევ წარმომესახე
დიდი სამყაროს პატარა ფესვი.
რა გამახსენდა? _ ზამთარში ერთხელ
არდავიწყების სასმისი შესვი.
მაშინ ბუხარში კოპიტი ენთო,
კვამლს აჭენებდა ქარების რაში,
მთაში _ მუხნარში _ მზე ჭამდა იმ თოვლს,
ბზარს რომ გიჩენდა სულსა და ხმაში.
ბოლოს ჩაყლაპა მზემ თოვლი იმ წლის,
აცეკვდნენ ციხის გაღმა ყანჩები,
დარებმა ოდას კანჭები დასწვეს
_ ვერ დაიფარა ოდამ კანჭები.
ცას გაუფიცხდა ობოლი თვალი
და რომ ვერ გნახა _ იკივლა მოჭრით...
...ბუხარში ახლაც კოპიტი იწვის,
კვამლს მიათრევენ ქარები ქოჩრით...

??????