აკაცია ექსკლიუზივი
ვკითხულობდი გალაკტიონს,
ჰყვარებია აკაცია,
უცებ რითმა დამეტაკა,
არც აცხელა, არც აცია.
გადამთელა, გადამჯეგა,
დამღუპა და დამაქცია,
ტრფობის ცეცხლი წამიკიდა,
ზედ ცვარ-ნამი დამაქცია.
საითაც არ წაუვედი,
იქით მხარეს წამაქცია,
ამაყენა, მომაბრუნა,
სულ სხვა მხარეს გამაქცია.
გზად სურნელმა გამაჩერა,
რომ აფრქვევდა აკაცია,
ვისაც ეს არ დამართნია,
ვინ არის და რა კაცია.