ორი წლის თამთას ექსკლიუზივი
დატიტინებ და ჩურჩულებ ქართულს,
სიხარულის თვალზე ცრემლნი მდიან...
ეს იები ამოსულან აქ თუ,
ეს იები ციდან ჩამოდიან...
ახლა გძინავს დედიკოსთან კონებულს,
სიტყვას ვეძებ, სიტყვას გამოგონებულს,
მიყვარხარო, _ არის მხოლოდ აჩრდილი
გულში, ყელში რა გრძნობაც მაქვს გაჩრილი...
ო, ამ გრძნობას ჯერ სახელი არ ჰქვია,
(ეს რა მადლი მომივლინე, უფალო),
ხელს რომ გახებ, ღმერთიც თითქო აქვეა...
საყვარელო, პატარა დედოფალო...