ოთარაშვილი ვაჟა
გაზიარება

სასწაული ექსკლიუზივი

არ გავჩენილვარ ამქვეყნად ჯერაც
და დედაჩემი კვლავ ცოცხალია...
ამ სასწაულის მე თვითონ მჯერა,
მე თვითონ მჯერა, წმინდა მარიამ...
ჩითის კაბის ქვეშ ჯერ ისევ დედა
ატარებს სხეულს ავსებულს ჩემით...
უკვე ვუყვარვარ, თუმცა ვერ მხედავს,
თუმცა ვერ მხედავს მორცხვი და ჩუმი...
რა ბედნიერი ვიყავი მაშინ,
გაჩენილი რომ არ ვიყავ ჯერაც...
და დედაჩემი როს იყო ბავშვი,
მეც მასთან ერთად ვიყავი, მჯერა...
მერე კი დედა იყო ბავშვივით,
ხატივით წმინდა და უცნაური...
დატოვა მშვიდად თავის ქმარ-შვილი
და კუბოს თავზე მიწის ხმაური...
სანთლების შუქზე ნათდება ჯვარი
და დედაჩემი კვლავ ცოცხალია...
სასწაულების ხომ დავიჯერო,
ხომ დავიჯერო წმინდა მარიამ...
მგონია, ჯერ არ დავბადებულვარ,
დედას უბრწყინავს ლალის საყურე,
კაბას ისწორებს თავისებურად
და ჩემით სავსე სხეულს დაჰყურებს...

??????