მაჭარაშვილი სოსო
გაზიარება

მაგიური ნიშნები ექსკლიუზივი

მნიშვნელობებს იცვლიან მაგიური ნიშნები,
შარშანდელი მიზნები
ბედისწერამ ალაგმა,
თუ გაგათბო ქალაქმა ბედნიერი იქნები,
თუ არა და ლიქნები
შიფრე, როგორც ქარაგმა.
სიყვარულის მარაგმა
ვერ დაფარა ნისლები,
შენ ბედს აქეთ იღლები,
მე ტკივილის _ გადაღმა.
ცხრა ნატვრის ხე გადახმა
და ცრემლებად ვიცლები,
მაინც ნუ შეშინდები,
დრომ წარსული განაღმა!

??????