სალუქვაძე მამუკა
გაზიარება

ილია ექსკლიუზივი

ყოფნა ჭიდილია
გრძნობა ტკივილია
სიტყვა ჩივილია
ფიქრი დუმილია
დუმილი ძილია
ძილი სიკვდილია
ძელი გათლილია
გზა გამოვლილია
დღე დათვლილია
დადგენილია
და აჰა თოფი დატენილია
და კვალად სისხლიც დადენილია
მკერდს ნატყვიარი დაჩენილია
ტყვია შიგ გულში ჩაჯენილია
იმედის ძაფი გაწყვეტილია
სული კაენის წაწყმედილია
სისხლის მსმელი ხომ არ დაილია
თუმც რწმენის თასი არ დაცლილია
ძირზე ნუგეში ჩარჩენილია
ვინც სულიწმიდით გაჩენილია
და ბარაბაზე არ გაცვლილია
ზეცის შვილია
მზის შობილია
ძედ ხმობილია
ხსნად ხმობილია
კვლავ აღსადგომად გარდაცვლილია
და არ ხმობილია
მამა კეთილია
ძელი კვეთილია
გზა თუ წყვეტილია
აწმყო ყოფილია
ყოფნა ჭიდილია
გრძნობა ტკივილია
სიტყვა ჩივილია
ფიქრი დუმილია
დუმილი ძილია
ძილი სიკვდილია
სიკვდილი ტყუილია
.....................................
ჭეშმარიტება სულზე ტკბილია.

??????