სალუქვაძე მამუკა
გაზიარება

*** "მითხარი, მითხარი" ექსკლიუზივი

მითხარი, მითხარი, პატარა ნაკადულო,
რაზე ვარ ასე მოწყენილი?
როგორც ყვავილი მოწყვეტილი,
მე ისე ვხმები,
არც იადონის ლამაზი ხმები,
არც ვარსკვლავების არ მახარებს
მკრთალი ნათება,
მითხარი, პატარა ნაკადულო,
რა მემართება?
არისო ერთი საიდუმლო, რაც ყველამ იცის,
ასე ამბობენ, საიდუმლოში თურმე ფარულში
უნდა ეძებო ღიმილიო, ღიმილი სიხარულში,
სიხარული ბედნიერებაში, ბედნიერება თავისუფლებაში,
თავისუფლება შენში,
შენი თავი სხვებს შორის,
სხვები მიწაზე, მიწა ზღვებს შორის,
ზღვები შენს პლანეტაზე,
შენი პლანეტა სხვა პლანეტებში,
სხვა პლანეტები უსასრულობაში,
უსასრულობა სიმღერაში
და უნდა იმღერო
და თუ იმღერებ,
აღარ იქნები მოწყენილი,
როგორც ყვავილი მოწყვეტილი,
მითხარი, მითხარი, პატარა ნაკადულო,
სულ რომ მღერიხარ,
განა ყოველთვის ბედნიერი ხარ?!!

??????