ბერაძე ნუგზარ
გაზიარება

ვეფხისაი ექსკლიუზივი

წავარნას შამამიღოღდა
მშიერი ლეკვი მგლისაო,
დავდექ და ძუძუ ვაწუე
გამშრალი ერთის წლისაო.
რძის ნაცვლად სისხლი დამდინდა
სუნ-გემო სიმლაშისაო.
რაღაი ერთი დაჰგეშა,
სუ ჩემ კარძრომში ზისაო.
ვეფხვი ვარ, მაგრამ გული მაქ,
თვალზე კურცხალი მდისაო.
ვითამ ჩემ მოკვერ მიზრდია,
წაგვრილი სიკვდილისაო.
ძუძუებ რო დამაღიჯნოს,
ვეღარ გავაგდებ სხვისაო.
ე, მაგის წერა ვყოფილვარ,
შემძრავი ცა-მიწისაო.
ეგ იცის დედაშვილობამ,
ძალამა ძუძუ-რძისაო,
სულაც რომ შავეჭმევინო,
მადლს ვერ მავისხამ მისსაო.
მგელი მგლადავე დარჩების,
ლაშზე სუ ცოფი სდისაო.
მაგისას ვეფხად მაქცევას
პირი არ უჩანს ღვთისაო,
მაგრამ, რაი ვქნა, მებრალვის,
ცოდვაც მკლავს ამაგისაო.
ცუდია? _ მაინც შვილია,
ბრალია რა მაგისაო?
ერთია, მარტო ეს მამწონს,
ჯავრს არ შაიჭმევს მტრისაო,
არცა რა სხვისა ებრალვის,
არცა რა თავისისაო.
წავარნის კარში მიყმუის
მშიერი ლეკვი მგლისაო,
ნეტაი გამაგებინა,
სიკვდილს თუ დამაცლისაო?

??????