Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ცინცაძე ნანა
გაზიარება

ჭეშმარიტება ექსკლიუზივი

მარტო დავჯდები,
დასათრობად დავიდგამ ღვინოს,
მინდა გაგთიშო ძლიერო და საბრალო ტვინო.
მინდა, რომ მთვრალმა
გადავღებო ცა ჩემი ფუნჯით,
ხან საათნავა ავამღერო, ხან ეთიმ გურჯი.
მერე იმ ცაზე წავაწერო: `მოვედი ქვეყნად,
ჩემი სათქმელი, ერთხელ მაინც,
მე, მთვრალს რომ მეთქვა~.
როცა მარტო ვარ,
მე მაშინაც სიყვარულს ვუხმობ
და მოისმინეთ მონოლოგი
დაღლილი უღვთოდ.
დღეს დავიჯერებ, ღვინოშია ჭეშმარიტება,
თუ ჩემს ტრაპეზზე,
სტუმრად მოსვლა ღმერთმა ინება
დავლიე... ვერა, ვერ გაგთიშე საბრალო ტვინო,
სიფხიზლეს მაინც სიმთვრალე სჯობს,
დამისხით ღვინო...

??????