თექთუმანიძე მარინა
გაზიარება

"ახალი ქართველის"დარბაზობა ექსკლიუზივი

ბრწყინავს დარბაზი...
ირიბი სხივი ჩამოატყდა მდიდრულ სასანთლეს
და ბრილიანტის ფარღულებში დაისავანა...
ბრწყინავს დარბაზი...
და ერთმანეთს ეჯიბრება ლალი, ალმასი,
ამეთვისტო, მწვანე ზურმუხტი,
`პიერ კარდენის~, `კოკო შანელის~,
`ჯანი ვერსაჩეს~
ფარჩა, ატლასი...
ჭექავს დარბაზი...
`როკის~ ხმაზე როკვენ
მბრწყინავი ქალბატონები,
მათი ქმრები, საყვარლები და მეგობრები...
ბორგავს დარბაზი...
და უეცრად...
ფანჯრებს აწყდება სამშობლოს ჩრდილი _
ხელგაწვდილი, მშიერი ბავშვის სუსტი სხეული
და...
ჯოჯოხეთურ!..
სილამაზით!..
ბრწყინავს!..
დარბაზი!..

??????