თათარაიძე ეთერ
გაზიარება

*** "მამისახლ მიწიზდ ნაფარევ" ექსკლიუზივი

მამისახლ მიწიზდ ნაფარებ,
მიწას ჩასულ ქმარის სახლიც,
გადაგვალულ ბაღი-დ ყანა,
ჯანგის შეჭმულ საკვეთ-სახნის.
გარეშემო ნამტვრევაებ
მიქელ გაბრიელის სახრის,
წინ-სამარე, პირ ანაღებ,
ამოღეღილ ცრემლის ნაწვდის...
დანაღველფარ ბერდედა დგებ,
შავ სამარეს ხელებს აწვდის.

??????