თვარაძე ზაზა
გაზიარება

ბავშვები ქვიშაში ექსკლიუზივი

ჩავალ ეზოში, გადავხედავ პატარა ბავშვებს.
ცარცით ასფალტზე შემოვხაზავ
დიდ კითხვის ნიშანს.
ქარი ქრის, ეზო ქარით არის პირთამდე სავსე.
ქარი წაიღებს ჩამოცვენილ ფოთლებს
და ქვიშას.
მე ვხედავ ბავშვებს,
და Aჩამავალ მზის მყიფე სხივებს
და უნებურად მაგონდება, რომ ეს ქვეყანა
არის იგივე _ მუდამ, მუდამ არის იგივე,
ეს ქვიშაც მუდამ ისე ყრია, როგორც ეყარა.
ჩავალ ეზოში. გადავხედავ ქვიშაში ბავშვებს.
ისინიც ისე მიყურებენ დიდი თვალებით
როგორც გნომები...
ეჭვითა და სიფრთხილით სავსე
ავალ ჩემს სახლში, ქვეშაგებში ჩავიმალები
და არ ვიფიქრებ არც ქვიშაზე და აღარც ცარცზე
არც სხვა რაიმე მინერალზე,
რაც ქვეყნად არი,
რომ საღამოა,
და რომ ცარცით მიწაზე ნაწერს
მალე გადაშლის წვიმისა და სიბნელის ჩვარი.

??????