დრო ექსკლიუზივი
მე არსად მეჩქარება,
მაგრამ დრო მაჩქარებს ყველაფერს.
ერთხელაც იქნება დავამარცხებ დროს,
დროს ვიპოვი შესაფერს.
დროის გაწელვა მართობს,
შვილიშვილიც თვითონ მინდა გავაჩინო.
ცხოვრება სიცილის ოთახია,
სადაც არაფერია სამარცხვინო.
დრო ჩემგან გასულ ბოლს ჰგავს,
სულს, ამოფრენილს ლაფიდან.
დროც დაიჭირეს, საათში ჩატენეს,
გუგულადაც იქცა, მაგრამ ვერ გაფრინდა.