კაიშაური რუსუდან
გაზიარება

ლექსი ექსკლიუზივი

ლექსს როცა დაწერ,
იმ დღეს აღარ ლოცულობ,
გული უარზეა.
დედობა ჩამოგერთმევა,
სამშობლოს ათავისუფლებ შენგან,
სიცოცხლე დასული ყუაზეა.
ან რაღად გინდა?
ლექსს როცა დაწერ,
გამობმული _ მერნის ძუაზე ხარ.
სამაგიეროდ,
სხვა ყველაფერი
შენს ჭკუაზეა.

??????