ხვედელიძე დარეჯან
გაზიარება

კვლავ დავბრუნდები ექსკლიუზივი

მოვალ ატმის და ტყემლის ტოტებით,
ცხელი წვიმის და ღელის ნაკადით,
მერე გედივით მშვიდად მოვკვდები
და საბოლოოდ გეტყვი: ნახვამდის!
ლოდინის სეტყვამ ღამე არია,
რომ აღარა ვარ, მისთვის არ ვტირი,
კლავიშს ათრთოლებს `ავე-მარია~
და ჩემთანაა თვით სეგანტინი.
კვლავ დავბრუნდები, როს გაზაფხულზე
გაიფოთლება ტყეში შინდები,
დამიტოვებენ ჭრილობას გულზე,
ის სევდიანი პანაშვიდები.

??????