Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

შამანაძე შადიმან
გაზიარება

გზა ექსკლიუზივი

წამოხტება ვიღაც მთვრალი
და მჯიღს იბაგუნებს გულში:
_ გზისპირ შველს მოვკარი თვალი,
გააჩერეთ ავტობუსი!
გადაჭრელებულა მდელო,
ტყე მწვანე ფერს უჯერს არი.
_ გაიხადე საყვარელო! _
ხეებს ახუჭუჭებს ქარი.
ინდი-მინდი, ფერად შინდი...
მოკლედ, ბოლო სიტყვა მოდის.
გზებზე `იკაროსი” მიდის,
ტყე-ტყე შემოდგომა მოდის.
უკან დაგვრჩა ჭა და ღობე,
ნახნავი და ყველაფერი.
იქ ხბოები ბალახობენ,
აქ ვიშვიშებს დედაბერი:
გამოვმცდარვარ იელგავას,
გამიჩერეთ ავტობუსი! _
ეგ ნომერი ვეღარ გავა,
ბევრიც აბაკუნოს ქუსლი.
გზა შუაზე ინაწილებს,
იქით ტყეს და აქეთ ბექობს.
გავცდი სკოლას, სიყმაწვილეს,
რუსთაველს და ათარბეგოვს,
გზისპირ გოგოს ვკიდე თვალი,
თმებგაშლილი იდგა ხნულში...
_ შენ ხომ არ იყავი, მარი? _
გამიჩერეთ ავტობუსი!
ვაღებ _ შოფერს აღარ ვაცლი,
ვხტები _ აღარაფერს ვუცდი.
მგონი სიყვარულსაც გავცდი,
გააჩერეთ ავტობუსი!

??????