უმისამართოდ ექსკლიუზივი
იყო საღამო, როგორც ობოლი
დაღონებული და მოწყენილი.
მიწაზე თრთოდა ხმელი ფოთოლი,
ხიდან ცრემლივით ჩამოწყვეტილი.
იქნებ როგორმე თავი გაერთო
და შემოდგომამ სევდა მოთოვა.
ვგრძნობდი, რაღაცა მქონდა საერთოOაკანკალებულ ყვითელ ფოთოლთან.
მე თქვენ საოცრად მიყვარდით მაშინ,
სხვა რა მოგიყვეთ და რით გაგართოთ?
ახლა მე ფოთოლს მივყვები ქარში
ამ ფოთოლივით უმისამართოდ...