*** "რად მეჩვენება" ექსკლიუზივი
რად მეჩვენება, მალე, სულ მალე,
მოვა მტერი და ჩემი მომსვრელი,
რად მეჩვენება, რომ შენ არა ხარ
ჩემს დასახსნელად დროით მომსვლელი.
რად მეჩვენება, რომ სადღაც, ნისლში,
ცურავს საჩემო ბედნიერება,
ავშორდებოდი მე შენს სიყვარულს,
ჩემი სიმშვიდე ღმერთს რომ ენება.
რად მეჩვენება, რომ ეს კედლები
ბედისწერაა და განჩინება,
მაინც აქ ვდგავარ, რადგან უშენოდ
სიცოცხლე ჩალად არ ეღირება!