კოზმანაშვილი მარინა
გაზიარება

*** "სიო ჩურჩულ-ჩურჩულით" ექსკლიუზივი

სიო ჩურჩულ-ჩურჩულით
ჩალებს ჩაუნებივრდა,
სურო, ჩამოფურჩული,
ჯამს ავსებდა ჯებირთან;
მერე ჩიტი-ჩიორა
მოფრინავდა ლოცვითა,
სუროს ტოტზე ფიორა
ნამის მძივებს კოცნიდა;
ფარფატებდა ფოთოლზე
უნაზესი პეპელა,
აცოცხლებდა თოთო მზე
რაც დროს შემოეცელა;
ფრიალებდა ტატნობზე
უფლის თეთრი კვართი და
ანგელოზის ბზას ტანზე
სალამურებს ათლიდა.

??????